Cart

გამომცემლობა მერიდიანი

გამომცემლობა `მერიდიანი~ დაფუძნდა 1994 წლის 11 მარტს. სასამართლო რეგისტრაცია გაიარა 1996 წლის 29 აგვისტოს, რეგ. # 1/4-443. ორგანიზაციის ოფიციალური დასახელებაა შპს გამომცემლობა `მერიდიანი~.
საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სასწავლო, სამეცნიერო, შემეცნებითი, მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის მომზადება და გამოცემა, ასევე, პერიოდული ჟურნალ-გაზეთების, ორგანი­ზაციების ინდივიდუალური სატიტულო ფურცლებისა და ფერადი ბლანკების მომზადება-დაბეჭდვა.
გამომცემლობა `მერიდიანი~ ინტენსიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებთან და ორგანიზაციებთან, რომელთათვის ტენდერებში გამარჯვებისა და ინდივიდუალური შეკვეთების შედეგად არაერთი სამუშაო განხორციელდა; მათ შორისაა საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს განათლებისა და მეცნერების სამინისტრო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სასულიერო აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს პროკურატურა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სააგენტო, სოხუ­მის, ქუთაისის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტები და სხვ.
გამომცემლობა `მერიდიანს~ გააჩნია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკუთარი სტამბა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის (ფერადი ბლანკების, ბროშურების, სქელტანიანი წიგნებისა და ჟურნალების) სამუშაოების შესრულება კომპიუტერული მომსახურებიდან დაწყებული შეკვეთის სრული ტირაჟის დაბეჭდვით დამთავრებული.
აღსანიშნავია შემდეგი გამოცემები: `ქართლის ცხოვრება~ _ რედ. როინ მეტრეველი, `სამოსელი პირველი~, `ბრმად­ყოფილი~ (2 ტომი), მოთხრობები (ოთხ ტომად) _ ავტ. გურამ დოჩანაშვილი, `ეს არის საქართველო~, `კავკასია~, `ვეფხისტყაოსანი ბიოგეოგრაფის თვალით~ _ არნოლდ გეგეჭკორი, `ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები (ქართულ და ინგლისურ ენებზე), `ქართული ლუდი~ _ ელდარ ნადირაძე და ბევრი სხვა.
ამჟამად გამომცემლობა მუშაობს ახალ პროექტებზე, რომელთაგან მნიშვნელოვანია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ახალი სახელმძღვანელოების მომზადება, ასევე გრძელდება თანამშრომლობა ზემოაღნიშნულ ორგანიზაციებთან და სხვა ავტორებთან.

გამომცემლობის დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი

Loading...

Facebook